




ევოლუციის 50 წელზე ხანგრძლივი ისტორიით, Range Rover განასახიერებს ესთეტიკურ გრაციოზულობას, რომელზეც მოდასა და ტრენდებს გავლენა არ აქვს. უახლესი ტექნოლოგიების წყალობით მას ყოველთვის ახასიათებს შეუდარებელი დახვეწილობა და თვალწარმტაცი მოდერნულობა.


ყველასთვის გათვლილი პირველი კლასის სამოგზაურო გამოცდილება.
ძალა, რომელიც გზებს არ ცნობს. ინოვაცია თქვენს ხელთაა! აღმოაჩინეთ ადგილები, სადაც მხოლოდ Range Rover შეგიყვანთ: თავდაჯერებულად, თავდაჭერილად და უმაღლეს კომფორტში.
ორიგინალური ლუქს კლასის SUV. უკვე ელექტრო. იხილეთ შეუდარებელი დახვეწილობა, უკომპრომისო შესაძლებლობები და დიზაინის მემკვიდრეობა — ერთმანეთთან უფრო სრულ ჰარმონიაში, ვიდრე ოდესმე.


The original luxury SUV, leading by example with our extended range plug-in electric hybrid (PHEV), and mild hybrid petrol engines.
ბრიტანული ლეგენდა, შთაგონებული ბრიტანული ლეგენედებით. Westminster Edition განასახიერებს Range Rover-ის მემკვიდრეობას, რომელიც მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს დიზაინის ელემენტებით და ლონდონის გულიდან შთაგონებული მარადიული ელეგანტურობით.






აირჩიეთ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული მოდელი და გახადეთ ის თქვენი.
*WLTP რიცხვები
აქ მოყვანილი რიცხვები მწარმოებლის ოფიციალურ შემოწმებებზეა დაფუძნებული, რომელიც ელემენტის სრულად დამუხტულობის პირობებში შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას. გამოიყენება მხოლოდ შესადარებლად. რეალური მაჩვენებლები შესაძლოა განსხვავდებოდეს. CO2-ის, საწვავის ეკონომიის, ენერგიის მოხმარების და დაფარვადი მანძილის მონაცემები შეიძლება შეიცვალოს ისეთი ფაქტორების გავლენით, როგორიცაა მართვის სტილი, გარემოს მდგომარეობა, დატვირთვა, გამოყენებული საბურავები, აქსესუარები, მარშრუტი და ელემენტის მდგომარეობა. გასავლელი დიაპაზონის მონაცემები სტანდარტულ გზაზე მოძრავი ავტომობილიდანაა აღებული.
**არჩევითი მახასიათებლები ხელმისაწვდომია დამატებით ფასად. ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია ავტომობილის სპეციფიკაციაზე (მოდელი და ელექტროგადამცემი), ან სხვა მახასიათებლების დაყენებას საჭიროებს. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ადგილობრივ დილერს ან მოახდინოთ თქვენი ავტომობილის ონლაინ-კონფიგურირება.
***დამუხტვის დრო დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, რაც მინიმუმ მოიცავს აკუმულატორის ასაკს, მდგომარეობას, ტემპერატურასა და მუხტის არსებულ დონეს, გამოყენებულ მოწყობილობასა და დამუხტვის ხანგრძლივობას.
1Pivi Pro-ს მახასიათებლები, ვარიანტები და მათი ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია ბაზარზე — ადგილობრივ ბაზარზე მათი ხელმისაწვდომობის და სრული პირობების გასაცნობად მიმართეთ თქვენს დილერს. კონკრეტული ფუნქციების გამოყენებისთვის საჭიროა შესაბამისი sim ბარათი და კონკრეტული სერვისის პაკეტის გამოწერა, რისთვისაც უნდა მიმართოთ თქვენს დილერს. მობილური კავშირის ხელმისაწვდომობა ნებისმიერ ლოკაციაზე გარანტირებული არ არის.
2შენიშვნა: PM2.5 ფილტრაცია და NanoeTM X ტექნოლოგიამ, სწორად გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს სუნები, ბაქტერიები, პათოგენები და ალერგენები.
3მართვის საშუალებები ხელმისაწვდომია მძღოლისთვის და მგზავრებისთვის წინა და უკანა გვერდითა სავარძლებში.
4მიწის ხედვის სისტემა ClearSight Ground View ფუნქცია დამოკიდებულია 360-გრადუსიან წრიული ხედვის კამერაზე. სურათი არ გადმოსცემს ცოცხალ გამოსახულებას. უსაფრთხოებისთვის, შეამოწმეთ გარემო. არჩევითი ფუნქცია. ექვემდებარება ადგილობრივ რეგულაციებს.
5არჩევითი ფუნქცია. ექვემდებარება ადგილობრივ რეგულაციებს. ბიფოკალური/ვარიფოკალური სათვალის მომხმარებლებისთვის, ფოკუსირების სირთულის შემთხვევაში, ClearSight‑ის ეკრანიდან კლასიკურ უკანა ხედვის სარკეზე გადართვა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.
6სტანდარტული ბაზის მოხვევის დიამეტრია 10,95მ, თვლების გრძელი ბაზის მოხვევის დიამეტრია 11,54მ.
7მხოლოდ თავსებადი სმარტფონებისთვის. დამოკიდებულია მესამე მხარის პროვაიდერის პლატფორმების ბაზარზე ხელმისაწვდომობაზე და მობილური ტელეფონის სიგნალზე.
8წყალში შესვლამდე ყოველთვის შეამოწმეთ მარშრუტი და გასასვლელი.
9დახურული კონკურენტული კლასის შედარებით, 13/06/2025 მდგომარეობით.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სტანდარტული მახასიათებლები, ალტერნატიული ეკიპირების არჩევის შემდეგ, შეიძლება შეიცვალოს. სტანდარტული მახასიათებლები ასევე შეიძლება განსხვავდებოდეს ძრავის ვარიანტითა და ტრანსმისიით.
დამატებითი მახასიათებლები და მათი ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია ავტომობილის სპეციფიკაციაზე (მოდელი და ელექტროგადამცემი), ანაც — საჭიროებს სხვა მახასიათებლების დაყენებას. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ადგილობრივ დილერს ან მოახდინოთ თქვენი ავტომობილის ონლაინ-კონფიგურირება.
ავტომობილის შიდა მახასიათებლების მძღოლთა მიერ გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, როცა ეს უსაფრთხოა. მძღოლები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ მათი ავტომობილი ყოველთვის მათ სრულ კონტროლქვეშაა.
MeridianTM არის Meridian Audio Ltd.-ის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი.