RANGE ROVER VELAR

ᲐᲮᲐᲚᲘ BELGRAVIA EDITION BLACK. ᲮᲔᲚᲛᲘᲡᲐᲬᲕᲓᲝᲛᲘᲐ ᲓᲐᲛᲣᲮᲢᲕᲐᲓᲘ
ᲰᲘᲑᲠᲘᲓᲣᲚᲘ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲫᲠᲐᲕᲘᲡ ᲢᲔᲥᲜᲝᲚᲝᲒᲘᲘᲗ.
Range Rover Velar ჰიბრიდული ელექტრომობილი გთავაზობთ ეფექტურ მგზავრობას კომპრომისის გარეშე და მხოლოდ ელექტრო რეჟიმში 58 კმ-მდე სასვლო მარაგს უზრუნველყოფს.
Გავლილი მანძილი შეიძლება განსხვავდებოდეს, რაც ავტომობილის და აკუმულატორის მდგომარეობაზე, რეალურ მარშრუტზე, გარემოსა და მართვის სტილზეა დამოკიდებული.

ᲡᲣᲠᲕᲘᲚᲘᲡ ᲝᲑᲘᲔᲥᲢᲘ

Range Rover Velar Glass House-ის გარეთ
Range Rover Velar-ის ინტერიერის ხედი

ᲮᲔᲓᲕᲐ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲧᲕᲔᲚᲐ ᲓᲔᲢᲐᲚᲨᲘ ᲘᲒᲠᲫᲜᲝᲑᲐ.

ᲫᲐᲚᲐ ᲖᲔᲓᲛᲔᲢᲘ ᲮᲛᲐᲣᲠᲘᲡ ᲒᲐᲠᲔᲨᲔ

Range Rover Velar-ის საინფორმაციო-გასართობი სისტემა.

ᲡᲠᲣᲚᲘ ᲮᲔᲓᲕᲐ

წრიული ხედვის 3D-კამერის ტექნოლოგია გარემოს 360°-იან ხედს გაძლევთ და გზასა თუ უგზოობაზე მანევრირებას ამარტივებს. მძღოლისა და პარკირების დამხმარე სისტემები კი თითოეულ მგზავრობასა და პარკირებას უფრო მარტივს ხდის.

ᲫᲐᲚᲘᲡᲮᲛᲔᲕᲘᲡ ᲒᲐᲠᲔᲨᲔ. ᲧᲕᲔᲚᲒᲐᲜ, ᲧᲝᲕᲔᲚᲓᲦᲔ.

ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲛᲝᲑᲘᲚᲘᲡ ᲠᲔᲟᲘᲛᲨᲘ ᲓᲐᲤᲐᲠᲕᲐᲓᲘ ᲛᲐᲜᲫᲘᲚᲘ (-ᲛᲓᲔ)

58ᲙᲛ*
WLTP. რეალურ პირობებში მოსალოდნელი სასვლო მარაგი 45 კმ-მდეა**.

CO2-ის ემისია (დან)

102Გ/ᲙᲛ*
EV რეჟიმში გამონაბოლქვი მილის ნულოვანი ემისია.

ᲡᲐᲖᲝᲒᲐᲓᲝᲔᲑᲠᲘᲕ ᲐᲓᲒᲘᲚᲐᲡ ᲓᲐᲛᲣᲮᲢᲕᲐ (-ᲓᲐᲜ)

30ᲬᲣᲗᲔᲑᲘ***
სწრაფი დამუხტვა მუდმივი დენით 0-დან 80 პროცენტამდე დაახლოებით 30 წუთში.

ᲡᲐᲮᲚᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲨᲘ ᲓᲐᲛᲣᲮᲢᲕᲐ (ᲛᲘᲜᲘᲛᲣᲛ)

2,5 ᲡᲐᲐᲗᲔᲑᲘ ***
100 პროცენტამდე - 7 კვტ-იანი სახლის AC დამტენით.

ᲓᲐᲛᲣᲮᲢᲕᲐᲓᲘ ᲰᲘᲑᲠᲘᲓᲘ

105 კვტ-იანი ელექტროძრავი და Ingenium ბენზინის ძრავა (PHEV) უხმაურო ელექტრულ მართვას შორ მანძილზე გადაადგილების თავისუფლებასთან აერთიანებს.

P400e ძრავის დეტალიზაცია.
ᲓᲐᲛᲣᲮᲢᲕᲐᲓᲘ ᲰᲘᲑᲠᲘᲓᲘ

ᲛᲐᲥᲡᲘᲛᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲘᲩᲥᲐᲠᲔ

230ᲙᲛ/ᲡᲗ****

ᲛᲐᲥᲡᲘᲛᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲘᲛᲫᲚᲐᲕᲠᲔ (-ᲛᲓᲔ)

300 PS (221 კვტ)

0-100 ᲙᲛ/ᲡᲗ

6,5ᲬᲐᲛᲘ

CO2-ის ემისია (დან)

190Გ/ᲙᲛ*
კომბინირებული WLTP.

ᲓᲘᲖᲔᲚᲘ

Ეფექტური და მძლავრი დიზელის მსუბუქი ჰიბრიდული ძრავები გაზრდილ მაბრუნებელ მომენტს უზრუნველყოფს, რაც უგზოობაზე კონტროლირებულ მართვასა და ბუქსირებას ამარტივებს.

D300 ძრავის დეტალიზაცია.
ᲓᲘᲖᲔᲚᲘ

ᲛᲐᲥᲡᲘᲛᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲘᲩᲥᲐᲠᲔ

250ᲙᲛ/ᲡᲗ****

ᲛᲐᲥᲡᲘᲛᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲘᲛᲫᲚᲐᲕᲠᲔ (-ᲛᲓᲔ)

400 PS (294 კვტ)

0-100 ᲙᲛ/ᲡᲗ

5,5ᲬᲐᲛᲘ

CO2-ის ემისია (დან)

221Გ/ᲙᲛ*
კომბინირებული WLTP.

ᲑᲔᲜᲖᲘᲜᲘ

Ჩვენი ბენზინის მსუბუქი ჰიბრიდული ძრავები სწრაფ რეაქციასა და დინამიკურ აჩქარებას უზრუნველყოფს.

P400 ძრავის დეტალიზაცია.
ᲑᲔᲜᲖᲘᲜᲘ

BELGRAVIA EDITIONS

ლონდონის ელეგანტური ბელგრავიას უბნის ხასიათით შთაგონებული. კლასიკური და თანამედროვე არქიტექტურის ჰარმონია.

Range Rover Velar belgravia black გზაზე მოძრაობისას

ᲛᲝᲘᲠᲒᲔᲗ ᲓᲐ ᲨᲔᲣᲙᲕᲔᲗᲔᲗ

Აირჩიეთ ოთხი გამორჩეული მოდელიდან და შექმენით თქვენი Range Rover Velar.

ᲒᲐᲜᲐᲒᲠᲫᲔᲗ ᲐᲦᲛᲝᲩᲔᲜᲐ

*მაჩვენებლები ეფუძნება მწარმოებლის ოფიციალურ ტესტებს, რომლებიც ჩატარებულია ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად და სრულად დატენილი ბატარეით. გამოიყენება მხოლოდ შესადარებლად. რეალური მაჩვენებლები შესაძლოა განსხვავდებოდეს. ნახშირჟანგი2საწვავის ხარჯის, ენერგიის მოხმარების და სვლის სიშორის მონაცემები, შეიძლება განსხვავდებოდეს ისეთი ფაქტორების მიხედვით, როგორებიცაა მართვის სტილი, გარემოს პირობები, დატვირთვა, საბურავები და გამოყენებული აქსესუარები, ფაქტიური მარშრუტი და აკუმულატორის მდგომარეობა. გასავლელი დიაპაზონის მონაცემები სტანდარტულ გზაზე მოძრავი ავტომობილიდანაა აღებული.

**ელექტრო ავტომობილის სასვლო მარაგის მონაცემები ეფუძნება სერიული ავტომობილის სტანდარტიზებულ მარშრუტზე მოძრაობისას მაჩვენებლებს. სასვლო მარაგის მონაცემები შეიძლება განსხვავებული იყოს, რაც დამოკიდებულია ავტომობილის და აკუმულატორის მდგომარეობაზე, რეალურ მარშრუტზე, გარემოზე და მართვის სტილზე.

***Დატენის დრო მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ წლოვანების, მდგომარეობის, ტემპერატურისა და ბატარეის არსებული დამუხტვით, გამოყენებული ობიექტით და დამუხტვის ხანგრძლივობით.

****Ხვეულას საკიდრიანი ძრავებისთვის მაქსიმალური სიჩქარე 210 კმ/სთ-ია.

1ბიოტექნოლოგიური ინფორმაციის ეროვნული ცენტრი: რეაქციის უნარსა და ფსიქიკურ მდგომარეობას შორის ურთიერთკავშირის კვლევა მართვის დროს დაღლილობის ონლაინ შეფასებისთვის. ბიოტექნოლოგიური ინფორმაციის ეროვნული ცენტრი: საგზაო მოძრაობის ხმაურის გავლენა რეაქციის დროზე. საგზაო ხმის აქტიური ჩახშობა შედის პანორამული სახურავით და Meridian Sound/Meridian 3D Surround ტექნოლოგიით აღჭურვილ მოდელებში.
2თქვენი Land Rover-ის დილერის მიერ რეკომენდირებული დაკავშირებული ნავიგაცია საწყისი ვადის გასვლის შემდეგ საჭიროებს შემდგომ გამოწერას.
3შეიძლება გამოყენებულ იქნას სამართლიანი გამოყენების პოლიტიკა. სტანდარტული 1 წლიანი გამოწერა, რომელიც შეიძლება გახანგრძლივდეს თქვენი Land Rover-ს დილერის მიერ რეკომენდებული საწყისი ვადის შემდეგ.
4Apple CarPlay® არის Apple Inc-ის სავაჭრო ნიშანი. შესაძლოა მოქმედებდეს Apple Inc-ის საბოლოო მომხმარებლის პირობები.
5დანიშნულების შესაბამისად გამოყენებისას PM2.5 ფილტრაციას და Nanoe™ X ტექნოლოგიას სუნის, ბაქტერიების, პათოგენური მიკროორგანიზმებისა და ალერგენების მნიშვნელოვნად შემცირება შეუძლია.
6Pivi-სა და InControl-ის მახასიათებლები, ვარიანტები, მესამე მხარის სერვისები და მათი ხელმისაწვდომობა რჩება ბაზარზე დამოკიდებული — ადგილობრივი ბაზრის ხელმისაწვდომობა და სრული პირობები შეამოწმეთ თქვენს საცალო მოვაჭრესთან. ზოგიერთი მახასიათებელი დაფუძნებულია გამოწერაზე და საჭიროებს შემდგომ განახლებას, თქვენი დილერის მიერ რეკომენდებული საწყისი ვადის გასვლის შემდეგ. მობილური ქსელის ხელმისაწვდომობა ყველა ლოკაციაზე გარანტირებული არ არის. InControl ტექნოლოგიასთან დაკავშირებით ნაჩვენები ინფორმაცია და სურათები, მათ შორის ეკრანები ან თანმიმდევრობა, ექვემდებარება არჩეული ვარიანტების მიხედვით პროგრამული უზრუნველყოფის განახლებებს, ვერსიის კონტროლსა და სხვა სისტემურ/ვიზუალურ ცვლილებებს. დაკავშირებული ნავიგაცია თქვენი Land Rover-ს დილერის მიერ რეკომენდებული საწყისი ვადის შემდეგ საჭიროებს შემდგომ გამოწერას.
7ჰიბრიდული ელექტრომობილის მოდელები, აღჭურვილი სტანდარტული 21-დუიმიანი თვლებით.

Meridian წარმოადგენს შპს Meridian Audio-ის რეგისტრირებულ სავაჭრო ნიშანს. Trifield და სამი ველის მოწყობილობა კი — Trifield Productions Ltd-ის სავაჭრო ნიშანია.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სტანდარტული მახასიათებლები, ალტერნატიული ეკიპირების არჩევის შემდეგ, შეიძლება შეიცვალოს. სტანდარტული მახასიათებლები ასევე შეიძლება განსხვავდებოდეს ძრავის ვარიანტითა და ტრანსმისიით.

დამატებითი მახასიათებლები და მათი ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია ავტომობილის სპეციფიკაციაზე (მოდელი და ელექტროგადამცემი), ანაც — საჭიროებს სხვა მახასიათებლების დაყენებას. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ადგილობრივ დილერს ან მოახდინოთ თქვენი ავტომობილის ონლაინ-კონფიგურირება.

ინტერიერის ფუნქციების გამოყენება დაშვებულია მხოლოდ მძღოლისთვის და მხოლოდ უსაფრთხო პირობებში. მძღოლები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ მათი ავტომობილი ყოველთვის მათ სრულ კონტროლქვეშაა.

Pivi-სა და InControl-ის ფუნქციები, ვარიანტები, მესამე მხარის სერვისები და მათი ხელმისაწვდომობა რჩება ბაზარზე დამოკიდებული – ადგილობრივ ბაზარზე ხელმისაწვდომობა და სრული პირობები შეამოწმეთ Land Rover-ის დილერთან. ზოგიერთი მახასიათებელი დაფუძნებულია გამოწერაზე და საჭიროებს შემდგომ განახლებას, თქვენი დილერის მიერ რეკომენდებული საწყისი ვადის გასვლის შემდეგ. მობილური ქსელის ხელმისაწვდომობა ყველა ლოკაციაზე გარანტირებული არ არის. InControl ტექნოლოგიასთან დაკავშირებით ნაჩვენები ინფორმაცია და სურათები, მათ შორის ეკრანები ან თანმიმდევრობა, ექვემდებარება არჩეული ვარიანტების მიხედვით პროგრამული უზრუნველყოფის განახლებებს, ვერსიის კონტროლსა და სხვა სისტემურ/ვიზუალურ ცვლილებებს. დაკავშირებული ნავიგაცია თქვენი Land Rover-ს დილერის მიერ რეკომენდებული საწყისი ვადის შემდეგ საჭიროებს შემდგომ გამოწერას.