RANGE ROVER
LONDON‑INSPIRED
EDITIONS

ბრიტანული ფუფუნების, ხასიათისა და ავთენტური უნიკალურობის ზეიმი.
Range Rover-ი ყოველთვის პოულობდა შემოქმედებით შთაგონებას ბრიტანული ცხოვრების სტილში, ლანდშაფტებსა და გამორჩეულ ადგილებში - Windsor-ის ტყავის ელეგანტურობიდან დაწყებული, Oxford Blue-ს ფერის დახვეწილ ტონამდე. დღეს ჩვენს შთაგონებას ლონდონის გამორჩეული უბნებიდან ვიღებთ და წარმოგიდგენთ ოთხ ახალ, შთამბეჭდავ ვერსიას.

RANGE ROVER EVOQUE HOXTON EDITION

ლონდონის შემოქმედებითი ეპიცენტრი - ადგილი, რომელიც ცნობილია ტრენდების შექმნითა და პროგრესული ხედვით. Range Rover Hoxton Edition გამდიდრებულია ენერგიული, ახალი დეტალებით.


გარედან, Hoxton Edition-ის ექსტერიერის აქცენტები ინდივიდუალურ ხასიათს უსვამს ხაზს - მათ შორისაა სკრიპტიანი პროექციული puddle განათება, 20-დუიმიანი Satin Gold დისკები Diamond-turned კონტრასტით და დახვეწილი Platinum Atlas ექსტერიერის სტაილინგ პაკეტი, რომელიც მთლიან ვიზუალს ელეგანტურად ეკვრის.


ინტერიერში, კონტრასტული ნაკერით გაფორმებული ტყავის სავარძლები სალონის ტაქტილურ შეგრძნებას კიდევ უფრო აძლიერებს. განათებული Hoxton Edition-ის საფეხურები და შავი, ბრაშირებული ალუმინის დეკორი ინტერიერს ოსტატობისა და გამორჩეულობის ახალ სიღრმეს სძენს.

RANGE ROVER VELAR BELGRAVIA EDITION

Belgravia-ს უბანი კლასიკური არქიტექტურისა და თანამედროვე ლუქს ცხოვრების ჰარმონიულ შერწყმას წარმოადგენს. ორი თემა, რომლებმაც ანალოგიურად ჩამოაყალიბა Range Rover Velar – პირველი ავტომობილი, რომელიც ლონდონის დიზაინის მუზეუმში იქნა წარდგენილი.


Range Rover Velar Belgravia Edition თამამ და თანამედროვე დეტალებს განსაკუთრებულად წარმოაჩენს. მოდელი აღჭურვილია 20-დუიმიანი Diamond-turned Dark Agate თვლებით, Satin Black ტონირებული დასრულებით. Belgravia Edition-ის ხელწერა წარმოდგენილია კარის ქვედა ზოლზე, შავი ბრაშირებული ალუმინის დეკორზე და უნიკალურ puddle განათებაზე. რბილი ტყავის სავარძლები, ზუსტად შესრულებული კონტრასტული ნაკერით, ოსტატური ხელსაქმის დახვეწილ გამოხატულებას განასახიერებს.


Belgravia Edition Satin წარმოდგენილი იქნება კიდევ ერთი ექსკლუზიური სერიის სახით - მხოლოდ 400 ეგზემპლარით და Velar-ისთვის პირველად დაამატებს გამჭვირვალე Satin Protective დამცავ ფირს.

RANGE ROVER SPORT BATTERSEA EDITION

ამ ევოლუციით შთაგონებული Range Rover Sport Battersea Edition ინარჩუნებს დინამიკური შესრულების მემკვიდრეობას და ამატებს უახლეს, ინოვაციურ დიზაინის ელემენტებს.

Battersea Edition გამორჩეულია უნიკალური ექსტერიერის გრავირებითა და 22-დიუმიანი შავი, დამუშავებული დისკებით. ხელმისაწვდომია ხუთ ექსტერიერის ფერში, შავი კონტრასტული სახურავით, რაც მას მიზანმიმართულ და გამოკვეთილ იერს აძლევს, დამატებით გაძლიერებული Black Exterior Pack-ითა და დაბურული მინებით.

თანამედროვე თემატიკა ინტერიერშიც გრძელდება განათებული Battersea Edition-ის საფეხურებითა და სავარძლების კონტრასტული ნაკერებით

გამოდის 2026 წელს

RANGE ROVER WESTMINSTER EDITION

ბრიტანული ლიდერობისა და მემკვიდრეობის გული. ვესტმინსტერი გამოირჩევა როგორც შეუდარებელი გავლენის მქონე უბანი. Range Rover Westminster Edition განასახიერებს ლიდერობის მემკვიდრეობას - გაუმჯობესებული სპეციფიკაციით, რომელიც აერთიანებს დროის მიღმა არსებულ ელეგანტურობასა და კიდევ უფრო გამოკვეთილ ფუფუნებას.

RANGE ROVER CHAPTERS

ისტორიები ორიგინალური ლუქს კლასის SUV-ს სამყაროდან.